გორელი ბიჭის გზა რუსულ თეატრამდე, 8 წლით უფროსი მეუღლე და სკანდალები: ვინ არის გელა მესხი?
ამჯერად რუსეთში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველ მსახიობზე მოგიყვებით, რომელმაც გორი ოჯახთან ერთად, 3 წლის ასაკში დატოვა.
გელა მესხი შეიძლებოდა ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ სკოლაში სწავლისას თეატრი შეუყვარდა. როგორც ბევრი ქართველი, ისიც მალე შეამჩნიეს რეჟისორებმა და 23 წლის ასაკში ჰამლეტი ითამაშა. შემდეგ იყო სერიალი "ფიზიკა თუ ქიმია", თუმცა, მის კარიერაში გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც გადასაღებ მოედანზე ეკატერინე კლიმოვა გაიცნო.
ხანგრძლივი რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა ოთხწლიანი ქორწინებისა და შვილის შეძენის შემდეგ, მსახიობების ქორწინება დასრულდა.
კარიერა
გელა მესხისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა როლი, "ხალხის მამის შვილი“, სადაც ვასილი სტალინის სევდიანი ბედი გაიზიარა.
"შეიძლება ვთქვა, რომ ემოციური შოკის შედეგად, რომელიც მე ჩემს გმირთან ერთად განვიცადე, 10 კილოგრამით მოვიკელი. გარდა ამისა, რეჟისორი ხშირად შეუძლებელ რაღაცებს მავალებდა. პირველად ვმართე ავტომობილი, მაშინ მართვაც არ ვიცოდი“.
გელას რომანების შესახებ არაფერი იყო ცნობილი რუს მსახიობ ეკატერინე კლიმოვასთან შეხვედრამდე. "უცებ მივხვდი, რომ ამ ქალის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, რაც გინდა ის მიქენით, მომკალით, დამხვრიტეთ. მაგრამ სანამ მას ვერ მივაღწევ, არ შევჩერდები. და არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ვერ დავუახლოვდებით ერთმანეთს“ - ამბობდა გელა.
ეკატერინე გელაზე რვა წლით უფროსი იყო, ორი შვილით და ორი ქორწინებით, მაგრამ გელასთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
"თუ ქალი მიყვარს, მაშასადამე, მისი შვილებიც მიყვარს და ყველაფერი, რაც მას ეხება. არ მესმის, როგორ შეიძლება მეუღლე შეიყვარო და მისი შვილი არ გიყვარდეს, ის ხომ მან გააჩინა. კატიას შვილები უფროსები არიან. ძალიან კარგად მიმიღეს. ბუნებრივია, ვნერვიულობდი, მაგრამ ბავშვების მხრიდან არც ერთხელ არ მიგრძნია ცუდი განწყობა. ეს კიდევ ერთია მისი მრავალმხრივი ღირსებებიდან, რომ ასეთი კარგი შვილები აღზარდა.“
2015 წლის ივნისში კლიმოვა და მესხი დაქორწინდნენ, სექტემბერში კი მათ გოგონა, ბელა შეეძინათ. ცხოვრების პირველ წლებში გოგონა საზოგადოებას მშობლებთან მსგავსებით აკვირვებდა, ცეკვავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა.
მსახიობების ქორწინება იდეალური ჩანდა: გელა მეუღლეს რუსეთში ყველაზე ლამაზ ქალად მოიხსენიებდა, სიამოვნებით თამაშობდა მასთან ერთად სცენაზე და გადაღების მოედანზე, არ ერიდებოდა პროფესიული რჩევების კითხვას. იხილეთ სრულად