"მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის - ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ
ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. სასიხარულო ამბავი მომღერალმა სოციალური ქსელით გააჟღერა. წყვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სიდონია დაარქვეს.
"დაიბადა სიდონია ნოზაძე! ძალიან მსუქანა და დახატული ქალი, მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის და მადლობა ყველას ასე რომ გიყვარვართ!" - წერს ნოზაძე.
ეს წყვილის მესამე შვილია, მათ ერთი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავთ. გააგრძელეთ კითხვა