"ალა პუგაჩოვა რუსეთიდან 20 მილიონის ღირებულების ანტიკვარიატის გატანას ცდილობდა, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია?
რუსული მედია პრიმადონას შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, ალა პუგაჩოვა დიდი ხანია, რაც რუსეთში თავის სასახლეს ყიდის, მაგრამ აქამდე კლიენტი ვერ იშოვა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მომღერალს ქონება ნაწილებად გამოეტანა რუსეთიდან. ალას მცდელობა ჰქონდა ანტიკვარული ნივთები, რომლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს, ქვეყნიდან გაეტანა. მათ შორის იყო, ხელოვნების ნიმუშები - რემბრანდტისა და და ვინჩის, ასევე თანამედროვე მხატვრების ტილოები.
ტელეგრამ არხ SHOT-ის ინფორმაციით, რუსეთში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას 75 წლის მომღერლის წარმომადგენლებმა ანტიკვარული ნივთების კატალოგი შეადგინა, სადაც შედიოდა IX საუკუნის ფრანგული ჭაღები, XIX საუკუნის ხილის ვაზები, ქანდაკებები და XVI–XIX საუკუნეების სურათები. ტვირთი, რომელიც აღრიცხული იყო მაქსიმ გალკინის სახელზე, შერემეტევოდან უნდა გაეტანათ. თუმცა, საბაჟოზე წარმოდგენილი იყო არასრულფასოვანი დოკუმენტაციის პაკეტი, რის გამოც პორტში არსებულ სურათების, წიგნების და სხვა ნივთების გადაზიდვაზე პრიმადონას უარი უთხრეს. გააგრძელეთ კითხვა