"ალა პუგაჩოვა რუსეთიდან 20 მილიონის ღირებულების ანტიკვარიატის გატანას ცდილობდა, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

"ალა პუგაჩოვა რუსეთიდან 20 მილიონის ღირებულების ანტიკვარიატის გატანას ცდილობდა, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია?

რუ­სუ­ლი მე­დია პრი­მა­დო­ნას შე­სა­ხებ მო­რიგ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ალა პუ­გა­ჩო­ვა დიდი ხა­ნია, რაც რუ­სეთ­ში თა­ვის სა­სახ­ლეს ყი­დის, მაგ­რამ აქამ­დე კლი­ენ­ტი ვერ იშო­ვა.

photo-2024-10-10-09-11-23-4-43506-1728726056.jpg

სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ მომ­ღე­რალს ქო­ნე­ბა ნა­წი­ლე­ბად გა­მო­ე­ტა­ნა რუ­სე­თი­დან. ალას მცდე­ლო­ბა ჰქონ­და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს, ქვეყ­ნი­დან გა­ე­ტა­ნა. მათ შო­რის იყო, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი - რემ­ბრან­დტი­სა და და ვინ­ჩის, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრე­ბის ტი­ლო­ე­ბი.

photo-2024-10-10-09-11-23-3-43495-1728726056.jpg

ტე­ლეგ­რამ არხ SHOT-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ბოლო ვი­ზი­ტი­სას 75 წლის მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბის კა­ტა­ლო­გი შე­ად­გი­ნა, სა­დაც შე­დი­ო­და IX სა­უ­კუ­ნის ფრან­გუ­ლი ჭა­ღე­ბი, XIX სა­უ­კუ­ნის ხი­ლის ვა­ზე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი და XVI–XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სუ­რა­თე­ბი. ტვირ­თი, რო­მე­ლიც აღ­რი­ცხუ­ლი იყო მაქ­სიმ გალ­კი­ნის სა­ხელ­ზე, შე­რე­მე­ტე­ვო­დან უნდა გა­ე­ტა­ნათ. თუმ­ცა, სა­ბა­ჟო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის პა­კე­ტი, რის გა­მოც პორ­ტში არ­სე­ბულ სუ­რა­თე­ბის, წიგ­ნე­ბის და სხვა ნივ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე პრი­მა­დო­ნას უარი უთხრეს. გააგრძელეთ კითხვა