რა ბედი ელით საქალაქთაშორისო "მარშუტკებს", რომლებსაც მომავალი წლიდან შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ
მომავალი წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, 8 სექტემბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
"2025 წლის 1-ლი მარტიდან ნებართვა უნდა აიღოს ყველამ, ხოლო 1-ლი ივნისიდან უკვე 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის ივლის მხოლოდ ავტობუსი. კონკრეტული ქალაქები არის მითითებული კანონში, მათი გამოყოფა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალაქები არის ბირთვი და იქიდან ხდება გადანაწილება.
მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში აეროპორტია, თელავში კი ახლა კეთდება. პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება რეფორმა... განაგრძეთ კითხვა