"გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი?
ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია წუხელ მოხდა.
"გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია! პანაშვიდები კვირას და ორშაბათს ამაღლების 35 (მისი სახლიდან სოლოლაკში) გასვენება სამშაბათს უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტის სასახლის წინ მდებარე კერძო სასაფლაოდან" - წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
KVIRISPALITRA.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთიკო პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.