"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გილაური?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ შეკითხვებს პასუხობს, რომელიც ბოლო დროს მისი საჯარო გამოჩენის შემდეგ გაჩნდა.
ცნობისთვის, ნიკა გილაურს 12 წელია ინტერვიუ არ მიუცია და პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი შესაძლოა განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. რამდენიმე დღის წინ გამართულ საჯარო ლექციაზე გილაურმა მედიის მხრიდან დასმულ კითხვებს ამ თემაზე არ უპასუხა.გილაურის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემო ძვირფასო Facebook-მეგობრებო პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 5 ოქტომბერს მოხვედით ჩემს საჯარო შეხვედრაზე. ძალიან გამიხარდა ის, რომ ჩემმა საჯარო გამოჩენამ ამხელა დაინტერესება გამოიწვია.განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტროლ-ბოტები :)). სინამდვილეში, ძალიან მარტივია მათი ამოცნობა და თხოვნა მაქვს, რომ მათ კომენტარებზე არ გავღიზიანდეთ.
ტროლ-ბოტების არსებობაც ხომ რაოდენ მძიმეა - მინიმალური შემოსავლის სანაცვლოდ მათ უწევთ დიდი ღვარძლის და ბოღმის ნთხევა. ჩემი ღია ლექციის მთავარი მიზანი კი ზუსტად ის იყო, რომ მოსახლეობის შემოსავალი ისე გაიზარდოს, რომ ამ ტროლ-ბოტებსაც კი მაღალანაზღაურებადი და ბევრად უფრო საინტერესო სამუშაო ჰქონდეთ. ისინი კი სამწუხაროდ სწორედ ამის გაპროტესტებას და აბუჩად აგდებას ცდილობენ... ტროლ-ბოტების ასეთი გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მართლა დროული იყო ეს ღია შეხვედრა და მართლა ბევრი ჩააფიქრა ჩვენი ქვეყნის რეალურ პერსპექტივაზე, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ.რაც შეეხება კონკრეტულ კომენტარებს/კითხვებს (მათ შორის ტროლ-ბოტების კითხვებსაც), მსურს მათ მოკლედ გამოვეხმაურო:
1. "სად იყო ეს კაცი აქამდე? მკვდარი გაცოცხლდა?" მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ და ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვაშენებდი საკონსულტაციო კომპანია რეფორმატიკსს . კომპანიის მიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში მთავრობების დახმარებაა. ამ პერიოდის განმავლობაში 30-მდე ქვეყანაში განვახორციელეთ ასეთი ტიპის პროექტები. ჩვენ წარმატებულად ვიმუშავეთ და დღემდე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარეს ამ ქვეყნებმა და ძალიან ბევრი ჩვენც ვისწავლეთ მათგან. ამ ბოლო 12 წელიწადში მოვახერხეთ და რეგიონული, ძალიან ძლიერი კომპანია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ოფისები აქვს (და ახლა გახსნის პროცესში ვართ) 7 ქვეყანაში (კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი) და ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დამატებით კიდევ 30 ქვეყანაში ოფისების გახსნაზე. გააგრძელეთ კითხვა