"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გილაური? - კვირის პალიტრა

"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გილაური?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნიკა გი­ლა­უ­რი ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც ბოლო დროს მისი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

ცნო­ბის­თვის, ნიკა გი­ლა­ურს 12 წე­ლია ინ­ტერ­ვიუ არ მი­უ­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ბოლო დროს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგი შე­საძ­ლოა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ა­ზე გი­ლა­ურ­მა მე­დი­ის მხრი­დან დას­მულ კი­თხვებს ამ თე­მა­ზე არ უპა­სუ­ხა.გი­ლა­უ­რის ვრცელ პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩემო ძვირ­ფა­სო Facebook-მე­გობ­რე­ბო პირ­ველ რიგ­ში მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც 5 ოქ­ტომ­ბერს მოხ­ვე­დით ჩემს სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა­ზე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და ის, რომ ჩემ­მა სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნამ ამ­ხე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ ტროლ-ბო­ტე­ბი :)). სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია მათი ამოც­ნო­ბა და თხოვ­ნა მაქვს, რომ მათ კო­მენ­ტა­რებ­ზე არ გავ­ღი­ზი­ან­დეთ.

ტროლ-ბო­ტე­ბის არ­სე­ბო­ბაც ხომ რა­ო­დენ მძი­მეა - მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის სა­ნაც­ვლოდ მათ უწევთ დიდი ღვარ­ძლის და ბოღ­მის ნთხე­ვა. ჩემი ღია ლექ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ზუს­ტად ის იყო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ისე გა­ი­ზარ­დოს, რომ ამ ტროლ-ბო­ტებ­საც კი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი და ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო ჰქონ­დეთ. ისი­ნი კი სამ­წუ­ხა­როდ სწო­რედ ამის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას და აბუ­ჩად აგ­დე­ბას ცდი­ლო­ბენ... ტროლ-ბო­ტე­ბის ასე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მარ­თლა დრო­უ­ლი იყო ეს ღია შეხ­ვედ­რა და მარ­თლა ბევ­რი ჩა­ა­ფიქ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვათ.რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ კო­მენ­ტა­რებს/კი­თხვებს (მათ შო­რის ტროლ-ბო­ტე­ბის კი­თხვებ­საც), მსურს მათ მოკ­ლედ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო:

1. "სად იყო ეს კაცი აქამ­დე? მკვდა­რი გა­ცო­ცხლდა?" მინ­და გი­თხრათ, რომ არ­სად წავ­სულ­ვარ და ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვა­შე­ნებ­დი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია რე­ფორ­მა­ტიკსს . კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მთავ­რო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბაა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი. ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ და დღემ­დე მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, აფ­რი­კის, კავ­კა­სი­ის და შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე. ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რეს ამ ქვეყ­ნებ­მა და ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვენც ვის­წავ­ლეთ მათ­გან. ამ ბოლო 12 წე­ლი­წად­ში მო­ვა­ხერ­ხეთ და რე­გი­ო­ნუ­ლი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კომ­პა­ნია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, რო­მელ­საც ოფი­სე­ბი აქვს (და ახლა გახ­სნის პრო­ცეს­ში ვართ) 7 ქვე­ყა­ნა­ში (კავ­კა­სია, ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, თურ­ქე­თი) და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბით კი­დევ 30 ქვე­ყა­ნა­ში ოფი­სე­ბის გახ­სნა­ზე. გააგრძელეთ კითხვა