"ჩემი უდიდესი ტკივილი. შენ გენაცვალე ჩემო შო" - რას წერს ეკა მიშველაძე?
ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია წუხელ მოხდა. ტრაგიკულ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეკა მიშველაძე, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე:
"ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი. შენ გენაცვალე ჩემო შო, როგორ მიყვარხარ, როგორ მტკივა გული..." - წერს სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძე.