"სიტყვა არ მაქვს სათქმელი ან სანუგეშებელი… მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია წუხელ მოხდა. ტრაგიკულ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
"სიტყვა არ მაქვს სათქმელი ან სანუგეშებელი …. მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!"- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
"ჩემი უდიდესი ტკივილი. შენ გენაცვალე ჩემო შო" - რას წერს ეკა მიშველაძე?