როგორ გაგრძელდა "კოსტაიას" ცხოვრება ცნობილი ფილმის შემდეგ - 4 ქორწინება, 20 წლით უმცროსი ცოლი, კრიმინალური წარსული და შვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა
მწყემსის, პოლიტიკური დამნაშავის შვილი, თავად ოთხჯერ გასამართლებული და ოთხჯერ დაქორწინებული არჩილ გომიაშვილის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ცოტამ თუ იცის, გომიაშვილის ცხოვრებიდან ეს დეტალები, კაცი, რომელიც ცნობილი გახდა ოსტაპ ბენდერის როლით გაიდაის კომედიაში "თორმეტი სკამი".
არჩილ გომიაშვილის ცხოვრებაზე შეიძლება ისეთივე საინტერესო რომანი დაიწეროს, როგორიც თავად იყო ცხოვრებაში. როგორ წარიმართა მსახიობის ცხოვრება, რა შეცდომების გამო დაკარგა თავისუფლება და როგორ განვითარდა მისი შემოქმედებითი კარიერა სტატიაში მოგიყვებით.
მწყემსისა და პოლიტიკური დამნაშავის შვილი
მსახიობი არჩილ გომიაშვილი მაშინდელ საბჭოთა კავშირში ოსტაპ ბენდერის როლით გახდა ცნობილი. თუმცა, თავად მსახიობი ამ როლს კარიერაში განსაკუთრებულად არ მიიჩნევდა, მას კიდევ სხვა უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა მაყურებელს სწორედ ეს პერსონაჟი შეუყვარდა.
გომიაშვილის ცხოვრება არანაკლებ ფერადი და მრავალფეროვანი იყო, როგორც მისი ცნობილი პერსონაჟის. მომავალი მსახიობი 1926 წლის 23 მარტს საქართველოში დაიბადა. მამამისი ყოფილი მწყემსი იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში კარგი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და სასწავლებლად რუსეთში წავიდა. მოსკოვიდან არჩილის მამა ოჯახთან ერთად დონბასში გააგზავნეს ქვანახშირის პროფკავშირის თავმჯდომარედ, რის შემდეგაც 1930 წელს დააპატიმრეს და რამდენიმე წლით გამოსასწორებელ ბანაკში გაგზავნეს. ამ დროს გომიაშვილის ვაჟი დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სამხატვრო ტექნიკუმში ჩააბარა.
კრიმინალური წარსული და ქუჩის ბიჭობა
მსახიობი არჩილ გომიაშვილი აღფრთოვანებით ჰყვებოდა, როგორი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა თბილისში. მოგვიანებით იხსენებდა: "ოთხჯერ ვიჯექი ციხეში! ეს ყველაფერი კი ახალგაზრდობაში მოხდა. შენახული მაქვს ფოტოებიც: მე ციხეში, ნარზე წამოწოლილი, კამერაში...".
პირველად ციხეში პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო მოხვდა. მაშინ გომიაშვილი მხოლოდ 17 წლის იყო და არალეგალური ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობდა. როგორც თავად ამბობდა, კარგად ვერ აღიქვამდა სიტუაციის სირთულეს და ლიტერატურის შინაარსს. მისი აზრით, იმ პირობებში კანონ მორჩილი მოქალაქის გაზრდა რთული იყო. ქუჩა, რომელზეც ის ცხოვრობდა, კრიმინალით იყო სავსე. თავიდან 10 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 4 წელი მოიხადა და შემდეგ ვოლგა-დონის არხის მშენებლობაზე გადაიყვანეს. იგივე ბედი გაიზიარა მისმა 18-მა თანამშრომელმა, რომლებიც ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობდნენ.იხილეთ სრულად