"უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მიმართ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია მეზვრიშვილი? - კვირის პალიტრა

"უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მიმართ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია მეზვრიშვილი?

მძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა ლია ყოჩიშვილისთვის დაეჯახებინა.

მეზვრიშვილის შეფასებით, აღნიშნული მკვლელობის მცდელობა იყო.

„ოცნება“ საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს, რომ თითქოს, წინა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მშვიდ გარემოდ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მიზანში ამოღება მიაჩნია. რეალურად, ჩვენი მისამართით კამპანია არც სამართლიანია, არც მშვიდობიანი და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ძალადობას ადგილი. ჩვენ შეზღუდული გვაქვს მედია, უფასო პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. კამპანიის მიმდინარეობისას აბსოლუტურად ყველგან გვითვალთვალებს სუს-ი და გუშინ უკვე უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ჩაიდინა ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილისთვის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა დაეჯახებინა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენს დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად წინა დღეს ქსანში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. დიდი სისწრაფით მომავალი მურჯიკნელი პირდაპირ და დამიზნებით შეეცადა, მანქანა დაეჯახებინა. პრაქტიკულად, ადამიანს იმიტომ კლავდნენ, რომ მან გაბედა და ფეხი დადგა ფეოდალ დიმიტრი ხუნდაძის სამფლობელოში. როდესაც კამპანია მიმდინარეობდა, ხუნდაძის დაჯგუფება, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარი ჯიქია და სოფლის რწმუნებული გიორგი ალავერდაშვილმა მოაბილიზეს „ოცნების“ წარმომადგენლები და უთვალთვალებდნენ. მეორე დღეს კი ლია ყოჩიშვილის მიმართ ეს დანაშაული სისრულეში მოიყვანეს. ადგილი, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა. შემდგომ, დაჯგუფების წარმომადგენლები მანქანიდან გადმოვიდნენ, დაემუქრნენ მას, რა დროსაც მათ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, იმისთვის, რომ ოჯახის წევრებიც მძიმე პროვოკაციაზე წამოეგოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ დანაშაულზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით წარმართოს.

„მოვუწოდებ „ოცნებას“, რომ შეწყვიტონ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ კამპანიის ხელშეშლა, დაუთმონ ეთერები, შეწყვიტონ ამ დანაშაულების ჩადენა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"