"არჩევნების შემდეგ სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"არჩევნების შემდეგ სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას"

არჩევნების შემდეგ სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, განმარტა, რომ "ქართული ქარტიის" ერთგულები არიან.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი "ქართული ქარტიისა", რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ "ქართული ქარტიის".

სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

"ინტერპრესნიუსი"