"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქართველი გოგონა აუცილებლად გაივლიდა VS-ის შოუზე" - რას წერს ნინო ცქიტიშვილი მატილდა გვარლიანის წარმატებაზე?
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია თავდაპირველად მატილდა ნსტაგრამ გვერდიდან გახდა ცნობილი.
ახლა კი ამ თემაზე სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént -ის დამფუძნებელი, ნინო ცქიტიშვილი წერს, მატილდა გვარლიანი სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს.
"ქასთინგის შემდეგ ამ სიახლეს ყოველ დღე მოუთმენლად ველოდებოდი და აი ისიც!!
3 კვირის წინ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქართველი გოგონა აუცილებლად გაივლიდა VS-ის შოუზე და ისიც ჩვენი სააგენტოდან", - წერს ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შოუ 15 ოქტომბერს, ნიუ იორკში გაიმართება.