"დათუნია "ტედი", სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი" - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე?
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილის, ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის ამბავს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დათუნია "ტედი", სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი, პაწაწინა რომ იყო, ერთხელაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, ნორმა ეგონა, რომ ვჯმუჯნიდით და ვკოცნიდით. დაუჯერებელია, რა ინფორმაციასაც ვაზიარებ ახლა"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
ინფორმაციისთვის, ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.