"დათუნია "ტედი", სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი" - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე? - კვირის პალიტრა

"დათუნია "ტედი", სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი" - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილის, ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის ამბავს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დათუნია "ტედი", სიკეთისთვის და ჩახუტებისთვის დაბადებული ბავშვი, პაწაწინა რომ იყო, ერთხელაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, ნორმა ეგონა, რომ ვჯმუჯნიდით და ვკოცნიდით. დაუჯერებელია, რა ინფორმაციასაც ვაზიარებ ახლა"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

ინფორმაციისთვის, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, "დრო­ას“ წევ­რის, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ვაჟი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. სამწუხაროდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.