ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს - კვირის პალიტრა

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს".

xabeishvilifhoto-1728818730.jpg

მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.

ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

"ინტერპრესნიუსი"