"დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეს იაპონელებმა" - ლანა ღოღობერიძე 96 წლის გახდა
ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე 96 წლის გახდა.
"ასეთი დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეს იაპონელებმა. ჩემი წიგნი "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება" იაპონურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა", - წერს ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.