ვინ სურს პრემიერ-მინისტრად გია ხუხაშვილს?! - "ეს გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს" - კვირის პალიტრა

ვინ სურს პრემიერ-მინისტრად გია ხუხაშვილს?! - "ეს გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისთვის სასურველ პრემიერობის კანდიდატზე საუბრობს.

"კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციას მიეღო პრეზიდენტის წინადადება საერთო დროებითი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით. იდეალური იქნებოდა, თუ ეს კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.

ეს გააძლიერებდა არჩევნების სარეფერენდუმო განზომილებას, შესაბამისად ხელს შეუწყობდა ამომრჩევლის კონსოლიდაციას და გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს.რადგან ვხედავთ, რომ ეს არ გამოდის, ვფიქრობ უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია, მივიღოთ თუნდაც "ლელოს" მიერ შემოთავაზებული ფორმულა, ვიფიქროთ არჩევნებზე და ამ მოცემულობითაც გავაკეთოთ სწორი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - წერს ხუხაშვილი.