"ჰესბოლამ" ისრაელს დაარტყა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

"ჰესბოლამ" ისრაელს დაარტყა - არის მსხვერპლი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ ბინიამინას მიმდებარედ განხორციელდა, შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰესბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.

„ჰესბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში „დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს.

"ინტერპრესნიუსი"