ვინ გახდება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი?! - როკფელერიდან ტომსონამდე - კვირის პალიტრა

ვინ გახდება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი?! - როკფელერიდან ტომსონამდე

დაივიწყეთ უბრალო მილიარდერები, ახლა „გიჟური რბოლა“ ისტორიული სტატუსისთვის - მსოფლიოს პირველი ტრილიონერისთვის მიმდინარეობს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის უკვე ერთგვარი პრესტიჟის საკითხია, გახდე ულტრა ექსკლუზიური ტრილიონ დოლარიანი კლუბის პირველი წევრი.

სიმდიდრის მონიტორინგის სერვისის Informa Connect Academy-ის ბოლო ანგარიში ვარაუდობს, რომ 2027 წელს ამ სტატუსს შესაძლოა, ერთმა მეგამდიდარმა მაგნატმა მიაღწიოს.

მანამდე კი გადავხედოთ წარსულს:

მსოფლიოში პირველი დოლარის მილიონერი

პირველი დოლარის მილიონერად ითვლება ინგლისელი ვაჭარი ელიას ჰასკეტ დერბი. ის 1799 წელს, გარდაცვალებისას მილიონ დოლარზე მეტს ფლობდა. დერბიმ თავისი ფულის დიდი ნაწილი გამოიმუშავა ამერიკის რევოლუციის დროს.

მსოფლიოში პირველი დოლარის მულტიმილიონერი

მე-19 საუკუნის დასაწყისში, სტივენ ვან რენსელერმა, სტივენ ჟირარმა და ჯონ ჯეიკობ ასტორმა, სავარაუდოდ, გადალახეს ზღვარი და გახდნენ მსოფლიოში პირველი დოლარის მულტიმილიონერები. მათ კვალდაკვალ, ეპოქის ინდუსტრიალისტი კორნელიუს ვანდერბილტი პირველი დოლარის მილიონერი გახდა. 1877 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგნატის ქონების ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

მსოფლიოში პირველი დოლარის მილიარდერი

ჯონ როკფელერი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში პირველი დოლარის მილიარდერად. The New York Times-ის ცნობით მან ბარიერი 1916 წლის 29 სექტემბერს გადალახა. 1918 წლისთვის Forbes-მა მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარად შეაფასა. მე-20 საუკუნის გამორჩეული მილიარდერები არიან - ბილ გეითსი და ჯეფ ბეზოსი.

პირველი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ასეული მილიარდი გამოიმუშავა

2020 წელს ჯეფ ბეზოსი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამაც 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2021 წლის ნოემბერში ილონ მასკმა 300 მილიარდი დოლარის ნიშნულს მიაღწია, მაგრამ 2023 წლის იანვრისთვის 200 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ისტორიაში არცერთ ადამიანს არ დაუკარგავს ამდენი ფული, რამდენიც მასკმა დაკარგა.

ვინ არის მომავალი სავარაუდო ტრილიონერი

Informa Connect Academy-ის ანალიზის მიხედვით ტრილიონი დოლარის წმინდა ღირებულებას უახლოვდებიან: დევიდ ტომსონი და ოჯახი. სავარაუდოდ 2043 წლისთვის მათი სიმდიდრე ტრილიონი დოლარი იქნება.

ოჯახთან ერთად, დევიდ ტომსონი სათავეში უდგას უზარმაზარ მედია იმპერიის, რომელიც მოიცავს Thomson Reuters-ს და სხვა ძირითად აქტივებს, როგორიცაა კანადის ნომერ პირველი გაზეთი - The Globe and Mail.

ტომსონების ქონება 71.6 მილიარდი დოლარია.

განაგრძე კითხვა