"გაქ­რო­ბა მინ­დო­და. მთე­ლი დღე ვტი­რო­დი. წერ­დნენ, რომ აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ვი­ცო­დი და შვე­ი­ცა­რი­ა­ში წავედი, თითქოს მდიდ­რუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და წვე­უ­ლე­ბებ­ზე გი­ჟუ­რად ვერ­თო­ბო­დი..." - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ადამიანის შთამომავლები - კვირის პალიტრა

"გაქ­რო­ბა მინ­დო­და. მთე­ლი დღე ვტი­რო­დი. წერ­დნენ, რომ აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ვი­ცო­დი და შვე­ი­ცა­რი­ა­ში წავედი, თითქოს მდიდ­რუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და წვე­უ­ლე­ბებ­ზე გი­ჟუ­რად ვერ­თო­ბო­დი..." - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ადამიანის შთამომავლები

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბე­რი ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღის სა­ხე­ლით შე­ვი­და. ამ კოშ­მა­რულ დღეს ნიუ-იორკში, ალ ქა­ი­დას ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ორი თვითმფრი­ნა­ვი ცა­თამბჯე­ნებს შე­ე­ჯა­ხა, შე­დე­გად 2603 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

თავ­დას­ხმის შემ­დგომ წლებ­ში, ტე­რაქ­ტით მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 2996-მდე გა­ი­ზარ­და. ამას­თან, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი კვლავ გა­ნიც­დის ჯან­მრთე­ლო­ბის გრძელ­ვა­დი­ან პრობ­ლე­მებს.

აშშ და მისი დაზ­ვერ­ვა ამ და სხვა არა­ერთ ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ოსა­მა ბინ ლა­დენს ათწე­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ ის სა­კუ­თარ სახ­ლში არ მოკ­ლეს.

ალ-ქა­ი­დას ლი­დერს უამ­რა­ვი ნა­თე­სა­ვი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც მის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, რომ ტე­რო­რის­ტის და­ტო­ვე­ბუ­ლი შხა­მი­ა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის თავი და­ეღ­წი­ათ.

ვაფა დუ­ფუ­რი ოსა­მა ბინ ლა­დე­ნის დის შვი­ლია. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ის დე­დას­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ტრა­გი­კულ­მა დღემ მის ცხოვ­რე­ბა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. დუ­ფუ­რი აშშ-ში, სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ექ­ვსი თვით დე­დას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო:"გაქ­რო­ბა მინ­დო­და. უამ­რა­ვი სტა­ტია იბეჭ­დე­ბო­და ჩემ­ზე და ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა არ შე­მეძ­ლო. წერ­დნენ, რომ აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ვი­ცო­დი და ამი­ტომ წა­ვე­დი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, წერ­დნენ, რომ მდიდ­რუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და წვე­უ­ლე­ბებ­ზე გი­ჟუ­რად ვერ­თო­ბო­დი... მთე­ლი დღე ვტი­რო­დი. არ მინ­დო­და ასეთ სა­ძაგ­ლო­ბას­თან რა­მით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა დღემ­დე მი­წევს იმის ახ­სნა, რომ ამ ამ­ბავ­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს. მას შემ­დეგ მხი­ა­რუ­ლე­ბაც მეკ­რძა­ლე­ბა. ყვე­ლა "იმ კაც­თან" მა­კავ­ში­რებს, არა­და, მას­თან არა­ფე­რი მაქვს სა­ერ­თო. ჩემს გარ­და კი­დევ 400-მდე ადა­მი­ა­ნია მისი ნა­თე­სა­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა სა­უ­დის არა­ბეთ­შია, ამი­ტომ მათ არა­ვინ ერ­ჩის. მხო­ლოდ მე ვარ აქ", - სა­უბ­რობ­და დუ­ფუ­რი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები - გლამურული მოდელი, მხატვარი და... - ბინ ლადენის "შხამიანი მემკვიდრეობა": ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ადამიანის შთამომავლები