"გაქრობა მინდოდა. მთელი დღე ვტიროდი. წერდნენ, რომ აფეთქების შესახებ წინასწარ ვიცოდი და შვეიცარიაში წავედი, თითქოს მდიდრულად ვცხოვრობდი და წვეულებებზე გიჟურად ვერთობოდი..." - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ადამიანის შთამომავლები
2001 წლის 11 სექტემბერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღის სახელით შევიდა. ამ კოშმარულ დღეს ნიუ-იორკში, ალ ქაიდას ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითმფრინავი ცათამბჯენებს შეეჯახა, შედეგად 2603 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმის შემდგომ წლებში, ტერაქტით მიღებული ზიანის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2996-მდე გაიზარდა. ამასთან, ათასობით ადამიანი კვლავ განიცდის ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს.
აშშ და მისი დაზვერვა ამ და სხვა არაერთ ტერაქტზე პასუხისმგებელ ოსამა ბინ ლადენს ათწელეულის განმავლობაში ეძებდა, სანამ საბოლოოდ ის საკუთარ სახლში არ მოკლეს.
ალ-ქაიდას ლიდერს უამრავი ნათესავი ჰყავდა, რომლებიც მისგან განსხვავებულად ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, რომ ტერორისტის დატოვებული შხამიანი მემკვიდრეობისთვის თავი დაეღწიათ.
ვაფა დუფური ოსამა ბინ ლადენის დის შვილია. 2001 წლის 11 სექტემბერს ის დედასთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა, თუმცა ტრაგიკულმა დღემ მის ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. დუფური აშშ-ში, საკუთარ სახლში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა აფეთქების შემდეგ იძულებული გახდა ექვსი თვით დედასთან დარჩენილიყო:"გაქრობა მინდოდა. უამრავი სტატია იბეჭდებოდა ჩემზე და ამ ყველაფერთან გამკლავება არ შემეძლო. წერდნენ, რომ აფეთქების შესახებ წინასწარ ვიცოდი და ამიტომ წავედი შვეიცარიაში, წერდნენ, რომ მდიდრულად ვცხოვრობდი და წვეულებებზე გიჟურად ვერთობოდი... მთელი დღე ვტიროდი. არ მინდოდა ასეთ საძაგლობასთან რამით ვყოფილიყავი დაკავშირებული, თუმცა დღემდე მიწევს იმის ახსნა, რომ ამ ამბავთან არაფერი მაკავშირებს. მას შემდეგ მხიარულებაც მეკრძალება. ყველა "იმ კაცთან" მაკავშირებს, არადა, მასთან არაფერი მაქვს საერთო. ჩემს გარდა კიდევ 400-მდე ადამიანია მისი ნათესავი, თუმცა ყველა საუდის არაბეთშია, ამიტომ მათ არავინ ერჩის. მხოლოდ მე ვარ აქ", - საუბრობდა დუფური ერთ-ერთ ინტერვიუში.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები - გლამურული მოდელი, მხატვარი და... - ბინ ლადენის "შხამიანი მემკვიდრეობა": ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ბოროტი ადამიანის შთამომავლები