რუსი ტურისტი ტრაგიკულად დაღუპვის ადგილზე დამცავი ჯებირები დაამონტაჟეს
სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც აღბეჭდილია თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირის ამაღლების სამუშაოები.
ეს ის მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელშიც 27 სექტემბერს ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა. სექტემბრის ბოლოს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც არინა გლაზუნოვას ბოლო წუთებია აღბეჭდილი.
ორი ახალგაზრდა ქალი, ცეკვა-ცეკვით გზაზე გადადის. ერთმანეთს მობილურებით ვიდეოს უღებენ. ჩართული აქვთ სიმღერა, რომლის სიტყვები „მე მიყვარდა უკანასკნელად, უკანასკნელად... “ ვიდეოს რეფრენად მიჰყვება. მოულოდნელად კადრი ირევა და წყდება. ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის 30 სანტიმეტრი სიმაღლის ჯებირს წამოედო და გადავარდა. ის ვერ გადაარჩინეს.