"ხან­დაზ­მულ ბე­ბოს­თან ჩა­ი­ცუცქა და მო­წყა­ლე­ბა გა­უ­ღო... ამ ერ­თმა უბ­რა­ლო ჟეს­ტმა ყვე­ლა­ფე­რი მი­თხრა მასზე" - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ - კვირის პალიტრა

"ხან­დაზ­მულ ბე­ბოს­თან ჩა­ი­ცუცქა და მო­წყა­ლე­ბა გა­უ­ღო... ამ ერ­თმა უბ­რა­ლო ჟეს­ტმა ყვე­ლა­ფე­რი მი­თხრა მასზე" - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ

მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც Victoria Secret-ის შო­უ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ინ­ფორ­მა­ცია მა­ტილ­დას "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დი­დან" გახ­და ცნო­ბი­ლი.

სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო Look Modéls Managemént -ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნინო ცქი­ტიშ­ვილ­მაც. მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი სწო­რედ ამ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­ად­გენს.

“3 კვი­რის წინ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი Victoria Secret-მა შო­უ­ზე და­ამ­ტკი­ცა. ვი­ცო­დი, რომ ადრე თუ გვი­ან ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლი­და VS-ის შო­უ­ზე და ისიც ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო­დან", - წერს ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფოტო: მა­რი­ამ ნა­კა­ნიმა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის პირ­ველ ნა­ბი­ჯებს იხ­სე­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი მა­რი­ამ ნა­კა­ნი, რო­მელ­მაც მო­დელს მენ­ტო­რო­ბა გა­უ­წია. “სვა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, სწო­რედ იქ და­ი­ბა­და მა­ტილ­და.

სვა­ნე­თი - მი­წაა, სა­დაც მთე­ბი ცას ეხე­ბა და სული თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ის­წრაფ­ვის. სვა­ნე­ბი მტკი­ცე ხა­სი­ა­თით ცნო­ბილ­ნი არი­ან, თავ­გან­წირ­ვა და სი­მა­მა­ცე მათი სუ­ლის ნა­წი­ლია. სვა­ნე­ბი არას­დროს ნებ­დე­ბი­ან, მათ სის­ხლში აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა.

მა­ტილ­და სვა­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, იქი­დან, სა­ი­და­ნაც ჩემი ფეს­ვე­ბიც მო­დის...

როცა პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე 14 წლის იყო. მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში კი­ბე­ზე მჯდომ ხან­დაზ­მულ ბე­ბოს­თან ჩა­ი­ცუცქა და მო­წყა­ლე­ბა გა­უ­ღო... ამ ერ­თმა უბ­რა­ლო ჟეს­ტმა ყვე­ლა­ფე­რი მი­თხრა მის შე­სა­ხებ. გააგრძელეთ კითხვა