გერმანიის დაზვერვა მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს?! - "რუსეთი ნატოს თავს დაესხმება"
გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ბრუნო კალი რუსეთის მხრიდან პოტენციურ სამხედრო საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი, არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, ნატო-ს თავს დაესხმება.
„არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს“, - განაცხადა ბრუნო კალმა გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის მონიტორინგის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
მისი თქმით, კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.
„ჩვენ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ვართ“, - აღნიშნა ბრუნო კალმა და მიუთითა ფაქტზე, რომ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა იმ დახმარების რაოდენობით, რომელსაც ის უკრაინას უწევს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის საუბარი არა მხოლოდ უკრაინას ეხება, არამედ „სინამდვილეში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას“.
"ინტერპრესნიუსი"