გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი - კვირის პალიტრა

გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.

შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"