რამდენით გაიზარდა გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება?
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5-დან 4 მლნ ევრომდე მოიმატა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელ ათეულს:
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო;გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;ზურიკო დავითაშვილი -5 მლნ ევრო;გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო;გიორგი ჩაკვეტაძე - 2.5 მლნ ევრო; იხილეთ სრულად