"გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო, ეს დასაფასებელია" - ალბანელების მთავარი მწვრთნელი - კვირის პალიტრა

"გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო, ეს დასაფასებელია" - ალბანელების მთავარი მწვრთნელი

ერთა ლი­გის მე­ო­თხე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის (1:0) შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ალ­ბა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა სილ­ვი­ნი­ომ ისა­უბ­რა:

"თა­ნა­ბა­რი ჯგუ­ფია და ნე­ბის­მი­ერს ნე­ბის­მი­ე­რის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია. სა­ნი­ო­ლი აქამ­დე გუნდს ხუთმცვე­ლი­ა­ნი დაც­ვით ათა­მა­შებ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის მი­ზე­ზი არა ტაქ­ტი­კა, არა­მედ ისაა, რომ ჩვენ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით შან­სი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. მო­გე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და იმე­დია, ბოლო ორ სა­ში­ნაო შეხ­ვედ­რა­შიც მი­ვაღ­წევთ მი­ზანს.

სა­ნი­ო­ლი კარ­გად მუ­შა­ობს, კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი ჰყავს. ბოლო ორი ტური და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორც ვთქვი, ჯგუფ­ში ფა­ვო­რი­ტი არ არის. შან­სი ბო­ლომ­დე ყვე­ლას ექ­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დაღ­ლი­ლო­ბის გამო გა­ვა­კე­თე და ამან იმუ­შა­ვა. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან ალ­ბა­ნე­თის ჰიმნზე ტა­შის დაკ­ვრა ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი იყო. ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია" - თქვა მწვრთნელ­მა.

ცნო­ბის­თვის, სექ­ტემ­ბერ­ში ალ­ბა­ნე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩი ტი­რა­ნა­ში გა­ი­მარ­თა. მა­შინ ერ­თა­დერ­თი გოლი მატჩში გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნა. ალ­ბა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც "ჯო­ჯო­ხე­თის" მო­წყო­ბით გვე­მუქ­რე­ბო­და, სტა­დი­ონ­ზე საკ­მა­ოდ არა­ე­თი­კუ­რად მო­იქ­ცა - ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას უს­ტვი­ნეს, მარ­ცხის შემ­დეგ კი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­სა­მარ­თით ნივ­თე­ბის სრო­ლა და შე­ძა­ხი­ლე­ბი და­ი­წყეს.

წყარო