როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17-18 ოქტომბერს?! - ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17-18 ოქტომბერს?! - ახალი პროგნოზი

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა იქნება.

„17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"