"ზოგს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე..." - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი
"ზოგს რომ ჰგონია შვილები მივატოვე, მე მაგ დროს...." - გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი ენი გასიევა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
შარშან, ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგიმ ყოფილ ცოლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენი ბავშვებს ხშირად არ ნახულობდა, რომ ის "ქლაბერი" გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა. წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მსახიობის მეუღლე მუსიკალურ ფესტივალზე მკერდზე ბიჭს კოცნიდა. ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გიორგის დამ, ლენუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენი გასიევა მათი რძალი აღარ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გასიევა და ყიფშიძე, რომლებიც ორ საერთო შვილს ზრდიდნენ, რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა ქალი ბინის არქონის გამო, ისევ ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. მომხდარის შემდეგ ენიმ გიორგის სახლი დატოვა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა.
გიორგი ყიფშიძე შვილების ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუ როგორ ზრდის მათ, უვლის, აჭმევს, სამოსს უცვლის, აძინებს, ეთამაშება, ასეირნებს, თეატრში რეპეტიციებზე დაჰყავს და ა.შ. როგორც ყიფშიძეები აღნიშნავენ, ბავშვებზე ზრუნვაში ენის დედაც ძალიან ეხმარება.
ამჯერად კი, ვიდეო შვილებთან ენიმაც გამოაქვეყნა: