"ზოგს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე..." - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი - კვირის პალიტრა

"ზოგს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე..." - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი

"ზოგს რომ ჰგონია შვილები მივატოვე, მე მაგ დროს...." - გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი ენი გა­სი­ე­ვა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

შარშან, ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგიმ ყო­ფილ ცოლ­ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენი ბავ­შვებს ხში­რად არ ნა­ხუ­ლობდა, რომ ის "ქლა­ბე­რი" გო­გოა და აღარ მოს­წონ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო კლუბ­ში წას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაციის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მკერ­დზე ბიჭს კოც­ნი­და. ვი­დე­ოს იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ გი­ორ­გის დამ, ლე­ნუ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ენი გა­სი­ე­ვა მათი რძა­ლი აღარ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გა­სი­ე­ვა და ყიფ­ში­ძე, რომ­ლე­ბიც ორ სა­ერ­თო შვილს ზრდიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი ბი­ნის არ­ქო­ნის გამო, ისევ ყო­ფილ ქმარ­თან ცხოვ­რობ­და. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ენიმ გი­ორ­გის სახ­ლი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მე­გო­ბარ­თან გა­და­ვი­და.

გიორგი ყიფშიძე შვილების ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუ როგორ ზრდის მათ, უვლის, აჭმევს, სამოსს უცვლის, აძინებს, ეთამაშება, ასეირნებს, თეატრში რეპეტიციებზე დაჰყავს და ა.შ. როგორც ყიფშიძეები აღნიშნავენ, ბავშვებზე ზრუნვაში ენის დედაც ძალიან ეხმარება.

ამჯერად კი, ვიდეო შვილებთან ენიმაც გამოაქვეყნა: