"ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე - კვირის პალიტრა

"ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე

"ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ", - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

".ბოლო ცილისწამებლური კამპანია კი, არა მარტო მე, არამედ ჩვენ მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო... მე ვუხდიმათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ჰომოფობიური გამოხტომების გამო.

ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი, რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ჰომოფობია!!!

გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, ეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას "ძლიერ საქართველოში"."ძლიერ საქართველოს" გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!!! აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს", - წერს ხაზარაძე.