დამშრალი შაორის ტბა და მდინარეები - რომელ რეგიონშია განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა? - კვირის პალიტრა

დამშრალი შაორის ტბა და მდინარეები - რომელ რეგიონშია განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა?

ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და შა­ო­რის ტბის ფო­ტო­ე­ბიც, სა­დაც წყლის დო­ნის მკვეთ­რი კლე­ბაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. 2023 წელი ყვე­ლა­ზე მშრა­ლი წელი იყო მსოფ­ლი­ოს მდი­ნა­რე­ე­ბის­თვის სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ თე­მა­ზე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს ნინო ჩხო­ბა­ძეს ესა­უბ­რა.

მისი თქმით წყლის დო­ნის კლე­ბის ტენ­დენ­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მისი თქმით, ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გვქონ­დეს არა­სე­ზო­ნუ­რი წყალ­დი­დო­ბე­ბიც.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ნი­ა­ნი ზა­ფხუ­ლი იყო, მა­ინც არ არის ჩა­მო­ნა­დე­ნის საკ­მა­რი­სი დონე, რაც აშ­კა­რად ეტყო­ბა ყვე­ლა მდი­ნა­რეს. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე დიდი და რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ჩვენ­თვის არის გრუნ­ტის წყლე­ბის ჰო­რი­ზონ­ტე­ბის დაკ­ლე­ბა. ეს არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს არა­სე­ზო­ნუ­რი წყალ­დი­დო­ბე­ბი.

ახლა სე­ზო­ნია და ვე­ლო­დე­ბით წყალ­დი­დო­ბებს, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, პიკს არა ახლა, არა­მედ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მი­აღ­წი­ოს. ამ­ჟა­მად წყალ­დი­დო­ბე­ბი მთელს ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მძვინ­ვა­რებს“, - აცხა­დებს იგი.

ჩხო­ბა­ძის თქმით, ბევ­რი კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლის თქმა ამ თე­მა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სად­გუ­რე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო არ შე­უძ­ლია... გააგრძელეთ კითხვა