დამშრალი შაორის ტბა და მდინარეები - რომელ რეგიონშია განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა?
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა შაორის ტბის ფოტოებიც, სადაც წყლის დონის მკვეთრი კლებაა დაფიქსირებული. 2023 წელი ყველაზე მშრალი წელი იყო მსოფლიოს მდინარეებისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ თემაზე "ბიზნესპრესნიუსი" "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.
მისი თქმით წყლის დონის კლების ტენდენციაა საქართველოშიც. მისი თქმით, ამის მიუხედავად, შესაძლებელია გვქონდეს არასეზონური წყალდიდობებიც.
"მიუხედავად იმისა, რომ ტენიანი ზაფხული იყო, მაინც არ არის ჩამონადენის საკმარისი დონე, რაც აშკარად ეტყობა ყველა მდინარეს. მათ შორის, ყველაზე დიდი და რეალური პრობლემა ჩვენთვის არის გრუნტის წყლების ჰორიზონტების დაკლება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს არასეზონური წყალდიდობები.
ახლა სეზონია და ველოდებით წყალდიდობებს, მაგრამ შესაძლოა, პიკს არა ახლა, არამედ ზამთრის პერიოდში მიაღწიოს. ამჟამად წყალდიდობები მთელს ევროპაში ძალიან აქტიურად მძვინვარებს“, - აცხადებს იგი.
ჩხობაძის თქმით, ბევრი კონკრეტული დეტალის თქმა ამ თემაზე დაკვირვების სადგურების არარსებობის გამო არ შეუძლია... გააგრძელეთ კითხვა