"ეს ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო" - მატილდა გვარლიანის კომენტარი და პირველი ფოტო Victoria's Secret-ის კულისებიდან
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. შოუ რამდენიმე საათში ნიუ იორკში გაიმართება. მანამდე კი "ინსტაგრამზე" stylenotcom კულისებიდან მატილდას პირველ ფოტოს გვიზიარებს და ქართველი ტოპ მოდელის კომენტარსაც აქვეყნებს.
მატილდამ გაიხსენა მომენტი როცა პირველად უყურა Victoria's Secret-ის შოუს. მაშინ ბავშვი იყო და შოუს დედასთან ერთად უყურებდა.
"ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან", - ამბობს მოდელი. იხილეთ სრულად