"მამის კისერზე შემოსკუპებული გავიცანი... 10 დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა" - რას წერს გიგა მაქარაშვილი ავტოავარიაში დაღუპულ ელენე მეგრელიშვილზე? - კვირის პალიტრა

"მამის კისერზე შემოსკუპებული გავიცანი... 10 დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა" - რას წერს გიგა მაქარაშვილი ავტოავარიაში დაღუპულ ელენე მეგრელიშვილზე?

კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი 2 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, სამი ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და.

Ambebi.ge-ს კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბის­თვის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ერთ-ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში კო­ა­ლი­ცი­ის შტა­ბის წევ­რი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ელე­ნე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.ტრა­გე­დი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა და ელე­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მათ შო­რი­საა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი.

"მძი­მე ამ­ბე­ბი გვი­ბიძ­გებს ხოლ­მე და­ფიქ­რე­ბის­კენ.

ჯერ იყო და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მა­მის კი­სერ­ზე შე­მოს­კუ­პე­ბუ­ლი გა­ვი­ცა­ნი და რად­გან მე უფრო მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი და უფრო მარ­და­დაც დავ­რბო­დი, ჩემს კი­სერ­ზე ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რა. მერე დავ­კარ­გე, წლე­ბი გა­ვი­და და უკვე 19 წლის ელე­ნე შემ­ხვდა გირ­ჩის ოფის­ში, ჯა­ფა­რამ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მა­ბა­რაო. ისე ჩავ­ბურჯგნე, კი­ნა­ღამ და­ვახ­რჩვე ბავ­შვი.

ამა­სო­ბა­ში მამა ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, მე კი დე­დას­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე და ამ­ჯე­რად ნი­ნოს­თან ვი­ყოფ­დი ელე­ნეს სიყ­ვა­რულს!

ბოლო 7 წელი კი დღე არ გა­სუ­ლა მის გა­რე­შე. ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბავ­ზე, ყველ­გან იყო, ყველ­გან იყო და თან რო­გორ ანა­თებ­და?

არას­დროს, არა­ვის და­უს­წრია და­ბა­დე­ბის დღის მო­ლოც­ვა. არას­დროს და­ზა­რე­ბია წა­მით მო­ვარ­დნა, ჩა­ხუ­ტე­ბა და მერე ისევ დიდი გო­გოს საქ­მე­ებ­ზე წას­ვლა.რომ მე­გო­ნა მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი, თურ­მე ძა­ლი­ან ვცდე­ბო­დი. ყვე­ლას ეგრე შე­აყ­ვა­რა თურ­მე თავი.

10 დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, თვე­ე­ბით ადრე დამ­პა­ტი­ჟა, მერე პე­რი­ო­დუ­ლად მახ­სე­ნებ­და და რომ დარ­წმუნ­და უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, ჯან­და­ბას, ამ­ჯე­რად უკ­რა­ი­ნის ხათ­რით გა­პა­ტი­ებ აქ რომ არ ხარო.

დაქ­რო­და ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში, ფო­ტო­ებს მიგ­ზავ­ნი­და, დამ­ცი­ნო­და ბე­ბე­რი ხარ, აწი მე ვიგ­რი­ა­ლე­ბო…

დღეს ყვე­ლა­ნი ჭი­რი­სუფ­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა ვი­ღებთ სამ­ძი­მარს და თუკი რამ მო­ტი­ვა­ცია გვაკ­ლდა, ახლა ელე­ნეს სა­ხე­ლი­თაც მოგ­ვი­წევს მისი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა!

შევ­ხვდე­ბით ძია"- წერს გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი.