"კავკასიონი ყველაზე დიდი ხნის მოწმეა, მეგრელების ნიჭიერება და გამჭრიახობა, სვანური სამართლიანობა და სიბრძნე როგორ ჰარმონიულად უთავსდება ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"კავკასიონი ყველაზე დიდი ხნის მოწმეა, მეგრელების ნიჭიერება და გამჭრიახობა, სვანური სამართლიანობა და სიბრძნე როგორ ჰარმონიულად უთავსდება ერთმანეთს"

"რო­დე­საც ჩვენ მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ოპო­ნენ­ტე­ბი მყის­ვე პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნას იწყე­ბენ და მათი ცნო­ბი­ლი ხელ­წე­რით ცდი­ლო­ბენ, შე­ნე­ბას ნგრე­ვა, ხოლო სი­კე­თეს ბო­რო­ტე­ბა და­არ­ქვან, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს ამ­ბო­ბენ მა­შინ, როცა ჩვენ საქ­მე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­ან­თი რე­ი­ტინ­გე­ბით ამ­ყა­რე­ბენ და ადას­ტუ­რე­ბენ", - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზუგ­დიდ­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სფე­რო, რომ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” გარ­დამ­ტეხ პროგ­რესს არ მი­აღ­წია.“მო­გე­სალ­მე­ბით ჩემო მეგ­რე­ლე­ბო და ჩემო სვა­ნე­ბო!

დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნატ­რე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი ენ­გურს მიღ­მა მცხოვ­რებ ჩვენს აფხაზ დებ­სა და ძმებს. მჯე­რა, რომ დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ერ­თი­ან, ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალ­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

სა­მეგ­რე­ლო­ზე, სვა­ნეთ­ზე, აქა­ურ ის­ტო­რი­ა­სა და ადათ-წე­სებ­ზე, ბუ­ნე­ბა­სა და ხალ­ხზე სა­უბ­რით ქარ­თვე­ლი კაცი არას­დროს არ და­იღ­ლე­ბა. თქვე­ნი მხა­რე ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მო­ხა­ტავს, თუ რო­გორ უნდა ცხოვ­რობ­დნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის, თუმ­ცა უდი­დე­სი წარ­სუ­ლის მქო­ნე კუ­თხე­ე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი.

ამა­ყად მდგა­რი კავ­კა­სი­ო­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ხნის მოწ­მეა, მეგ­რე­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რე­ბა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, სვა­ნუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და სიბ­რძნე რო­გორ ჰარ­მო­ნი­უ­ლად უთავ­სდე­ბა ერ­თმა­ნეთს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან, თუმ­ცა, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხს ქმნის! ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რეც ხომ სწო­რედ იმა­შია, რომ ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბით ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო და ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე ვზრუ­ნავთ.აქ ჩა­მო­სულ სტუმ­რებს აკ­ვირ­ვებთ, რო­გო­რი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი წი­ნაპ­რე­ბის­გან შე­მო­ნა­ხუ­ლი ის­ტო­რია, ხე­ლოვ­ნე­ბა თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რაც ღია ცის ქვეშ, თვით­ნა­ბად და უნი­კა­ლურ, ერ­თგვარ მუ­ზე­უმს ქმნის. სა­მეგ­რე­ლო­მაც და სვა­ნეთ­მაც მრა­ვალ ის­ტო­რი­ულ ქარ­ტე­ხილს გა­უძ­ლო ისე, რომ აქა­ურ ხალ­ხს არას­დროს შე­უ­წყვე­ტია სა­კუ­თარ მი­წას­თან, ტრა­დი­ცი­ებ­თან და წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვარ­თან კავ­ში­რი, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ხე­ლუხ­ლებ­ლად უნა­ხავ­დნენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს.

კარ­გად გახ­სოვთ, რომ პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს 2012 წელს, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტე­რო­რის­გან, და­ნა­შა­უ­ლე­ბის­გან და ძა­ლა­დო­ბის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფილ ზუგ­დიდ­ში შევ­ხვდით. მარ­თლაც, თქვენს მხა­რე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოვ­ლინ­და რე­ჟი­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­სას­ტი­კე, რად­გა­ნაც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ნი­ა­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე მწა­მებ­ლე­ბის ვიწ­რო ჯგუფს ჩა­უგ­დო ხელ­ში! მა­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, მეგ­რელ და სვან ხალ­ხს ისე­თი რამ აკად­რეს, რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არც ერთ მტერ­საც კი არ გა­უ­კე­თე­ბია! - უკვე მრა­ვალ­ჯერ, ფაქ­ტე­ბით და­დას­ტურ­და, რომ იტა­ცებ­დნენ და ხო­ცავ­დნენ, შემ­დეგ კი მათ ცხედ­რებს უგზო-უკვლოდ აქ­რობ­დნენ, ძა­ლა­დობ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ უმ­წეო და და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს, პა­ტიმ­რებ­სა და ამა თუ იმ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს!

და­ნა­შა­უ­ლის მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ - ყვე­ლას უნდა სცოდ­ნო­და, რომ თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, სა­მეგ­რე­ლო­ზე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ახა­ლა­ი­ე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას ამო­ი­ღებ­და, ციხე, წა­მე­ბა და შან­ტა­ჟი ელო­და! ამ სი­ნამ­დვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ცი­ნი­კუ­რად, პრო­პა­გან­დის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­დნენ, სა­მეგ­რე­ლო სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის, მა­გა­ლი­თად ექ­ცი­ათ და და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ! მოქ­მე­დე­ბის მსგავ­სი ლო­გი­კა და აღ­ქმე­ბის შე­საქ­მნე­ლად ცრუ სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დიდი ხნის ხელ­წე­რაა! ყვე­ლა­ზე უკეთ თქვენ გახ­სოვთ, უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბის­გან და­ფი­ნან­სე­ბულ­მა და წა­ქე­ზე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, რო­გორ შექ­მნეს პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა, თით­ქოს, 2003 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი არა ქვეყ­ნის გა­რეთ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­გა­რეო აქ­ტო­რე­ბის მიერ და­ი­გეგ­მა, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ურ გან­წყო­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და, პრო­ცე­სი კი წა­ლენ­ჯი­ხა­ში და­ი­წყო თით­ქოს და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც იქ გა­და­იდ­გა, რა­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა.

ზუს­ტად იგი­ვე ძა­ლებს დღე­საც იგი­ვე სურ­ვი­ლი აქვთ - უცხო ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ისევ სიც­რუ­ი­სა და პრო­პა­გან­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყალ­ბი სიმ­ბო­ლო­ე­ბის შექ­მნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფი­თა და და­პი­რის­პი­რე­ბით უნ­დათ ხელ­ში აი­ღონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, შემ­დეგ კი კი­დევ ერთხელ გა­მოგ­ვა­ტა­რონ ის უბე­დუ­რე­ბა, რაც სა­კუ­თარ თავ­ზე უკვე გა­მოვ­ცა­დეთ. მი­უ­ხე­და­ვად მათი სურ­ვი­ლი­სა, დღეს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არა­ვი­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ქარ­თვე­ლი ხალ­ხია! თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში, მა­შინ, რო­დე­საც კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან და თა­ვად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რა არის სი­მარ­თლე, ვე­ღა­რა­ვინ ახერ­ხებს ჩვე­ნი ხალ­ხის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და!

დღეს, ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის მხარ­და­ჭე­რა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოს სი­მარ­თლე და ქვეყ­ნის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მეა! მხო­ლოდ ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი მარ­ტი­ვია, თუმ­ცა, თუ ამ სი­ტყვებს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არ ამ­ყა­რებ, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ფუ­ჭია! ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბიც სწო­რედ ეს არის. ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვთქვით უარი ტყუ­ილ­ზე და ამ გზით მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდა­ზე. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით რთუ­ლი გზა აირ­ჩია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას ჩვე­ნი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ვცდი­ლობთ მხო­ლოდ!

მე არა­ერ­თხელ აღ­მი­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სფე­რო, რომ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გარ­დამ­ტეხ პროგ­რესს არ მი­ვაღ­წი­ეთ! ეს არის ფაქ­ტი და, რამ­დე­ნა­დაც უნდა ეცა­დონ სა­პი­რის­პი­როს დამ­ტკი­ცე­ბას, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უკვე ისა­უბ­რა იმ საკ­ვან­ძო მიღ­წე­ვებ­ზე, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ამ რე­გი­ონ­ში გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 7 ოქ­ტომ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა ჩვე­ნი გუნ­დის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტრებს თვა­ლებს უბრმა­ვებს და მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავს, მოყ­ვა­რეს კი უზო­მოდ ახა­რებს არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და კი­დევ უფრო დიდი, მაგ­რამ ამა­ვე დროს რე­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბი.

რო­დე­საც ჩვენ მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ოპო­ნენ­ტე­ბი მყის­ვე პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნას იწყე­ბენ და მათი ცნო­ბი­ლი ხელ­წე­რით ცდი­ლო­ბენ, შე­ნე­ბას ნგრე­ვა, ხოლო სი­კე­თეს ბო­რო­ტე­ბა და­არ­ქვან, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს ამ­ბო­ბენ მა­შინ, როცა ჩვენ საქ­მე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­ან­თი რე­ი­ტინ­გე­ბით ამ­ყა­რე­ბენ და ადას­ტუ­რე­ბენ. აჭა­რის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინგზე გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბო ლი­დე­რია და თქვენც მინ­და გა­გაც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­დას­ტუ­რე­ბა.

„ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის 2024 წლის ინ­დექ­სით, სა­ქარ­თვე­ლო კე­თილ­დღე­ო­ბის 10-წლი­ა­ნი პროგ­რე­სით მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­შია, 11-წლი­ა­ნი პროგ­რე­სით კი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. 11 წლი­ა­ნი პროგ­რე­სით, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში.

სა­სა­მარ­თლო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თავ­დას­ხმე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შია. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის IPSOS-ის ან­გა­რი­ში ქარ­თულ სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 61% ფიქ­რობს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მთავ­რო­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­დე­გი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლო ნდო­ბა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 55% შე­ად­გენს. აუ­ცი­ლებ­ლად ხაზი უნდა გა­ეს­ვას, რომ სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლია დღეს სა­სა­მარ­თლო­ზე ნდო­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ღია ბი­უ­ჯე­ტის ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში კვლავ პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს მსოფ­ლი­ოს 125 ქვე­ყა­ნას შო­რის. არა­და კარ­გად გახ­სოვთ, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს, რო­გორც სა­კუ­თარ ჯი­ბეს, ისე უყუ­რებ­და. მათ­მა ბე­ლად­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რვა მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი გაფ­ლან­გა სა­კუ­თა­რი ახი­რე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ახლა იმ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­მაც „იფ­სო­სის“ მიერ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის 11-წლი­ა­ნი პროგ­რე­სით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის 11-წლი­ა­ნი პროგ­რე­სით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე­ცხრე, ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე - მე­სა­მე, ევ­რო­პა­ში კი - პირ­ველ ად­გილ­ზეა.

მსოფ­ლიო ბან­კის შე­ფა­სე­ბით, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ღა­რი­ბის დონე ახალ ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე მცირ­დე­ბა და მაჩ­ვე­ნებ­ლის 12-წლი­ა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­შია. 12 წელ­ში რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნებს ვედ­რე­ბით და სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­შია სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბის ნა­წილ­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის იმ პროგ­რე­სის ძა­ლი­ან მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თქვე­ნი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დში დგო­მით მი­აღ­წია. სწო­რედ იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ად­გას სწორ გზას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სა­მო­მავ­ლო პროგ­ნო­ზიც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი აქ­ვეყ­ნებს. ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ინ­სტი­ტუ­ცი­ამ 2030 წლამ­დე­ლი პე­რი­ო­დის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო კი ათწ­ლი­ა­ნი ზრდის პროგ­ნო­ზის სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­ვდა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში.

ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, რე­ა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდის ათწ­ლი­ა­ნი ტემ­პის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო 2029 წლის­თვის მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში იმ­კვიდ­რებს ად­გილს, ხოლო ევ­რო­პა­ში ზრდის უპი­რო­ბო ლი­დე­რია - უპი­რო­ბო ლი­დე­რია ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თვე­ლო 2029 წლამ­დე ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პე­ბით, ეს უკვე მე­ო­რეა 2029 წლამ­დე ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პე­ბით სა­უ­კე­თე­სოა. სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი ამე­რი­კულ დო­ლარ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 2029 წლის­თვის 12 900 აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ზრდის საპ­როგ­ნო­ზო ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ ერთი წელი რომ და­ვა­მა­ტოთ, იმი­ტომ, რომ 2029 წლამ­დე გა­ა­კე­თა კვლე­ვა სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით გახ­დე­ბა მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო ბან­კის გრა­და­ცი­ით. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში ჩა­ე­წე­რე­ბა და ჩვენ ევ­რო­პა­ში არა ცალ­ფეხ­ზე და ხელ­გაწ­ვდი­ლი შე­ვალთ, არა­მედ შე­ვალთ თა­ვა­წე­უ­ლი და ამაყ­ნი და გავ­ხდე­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი. 2029 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა უფრო დიდი ეკო­ნო­მი­კა მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პა­რი­ტე­ტის მი­ხედ­ვით, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის წევრ 6 ქვე­ყა­ნას.

ქა­ლაქ ბა­თუმ­ში აღ­ვნიშ­ნე და თქვენც მინ­და იგი­ვე გი­თხრათ ჩემო მეგ­რე­ლე­ბო და სვა­ნე­ბო - არ გვექ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რომ არა უწყვე­ტი მშვი­დო­ბა, რო­მელ­საც დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ასე­ვე არ გვექ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი, რომ არა თქვე­ნი ურ­ყე­ვი და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა, რომ არა ნდო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გუნ­დი უპი­რო­ბოდ ამარ­თლებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩა­მოთ­ვლი­ლი მიღ­წე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო, უაღ­რე­სად სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. 12 წლის მან­ძილ­ზე, არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუდ­მი­ვად ვა­უმ­ჯო­ბე­სებ­დით მარ­თვის მე­თო­დებს, გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მთე­ლი არ­მია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი, სამ­შობ­ლოს და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ლი­დე­რე­ბი... კონ­კრე­ტუ­ლად ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი. ქვეყ­ნის მარ­თვის თით­ქმის უშეც­დო­მო და სწორ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა გაგ­ვიყ­ვა­ნა შე­დე­გებ­ზე, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ თავ­ზე გრძნობს. ჩვენ არ და­ვუშ­ვით, არა­ვის ვა­პა­ტი­ეთ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის, ნე­პო­ტიზ­მი­სა და პი­როვ­ნუ­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის იო­ტი­სო­დე­ნა ფაქ­ტე­ბი, რა­მაც, რო­გორც ხე­დავთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­დან 12 წლის თავ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო და ამ შე­დე­გებს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. ამ სა­ი­მე­დო მო­ცე­მუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად - უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ თუ ოთხ ფლან­გად გაშ­ლილ­მა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, წლე­ბის ნა­შე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა, ყვე­ლა რე­ი­ტინ­გი და ყვე­ლა პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გაქ­რე­ბა. თუ და­ნის პირ­ზე სწო­რად არ გა­ვი­ა­რეთ, მშვი­დო­ბას ომი და ნგრე­ვა, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კის ხმას კი ბომ­ბე­ბის წვი­მა და ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

სწო­რედ მშვი­დო­ბა და ქვეყ­ნის სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა უნდა გახ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ავის­რუ­ლოთ ნა­ნატ­რი ოც­ნე­ბა - ისევ ერ­თი­ა­ნი ვი­ხი­ლოთ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო.

ამის ერ­თა­დერ­თი გზა კი ურ­თი­ერ­თშე­რი­გე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბა­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნა­ზე გა­დის. რა თქმა უნდა, ერ­თია ჩვენ მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, თუმ­ცა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა რამ­დე­ნად ქმნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რე, რომ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის დი­ნა­მი­კუ­რო­ბის ფონ­ზე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს, თუმ­ცა, ამის­თვის სი­ფხიზ­ლე და მზა­ო­ბა გვმარ­თებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მო­წყო­ბა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან მო­ვიყ­ვა­ნოთ თან­ხვედ­რა­ში და ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ავ­სა­ხოთ. სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით უნდა გა­ი­მარ­ჯვოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, „კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ ყვე­ლა­ფერს ისე­ვე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს! ამას, შე­რი­გე­ბა­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­პა­სუ­ხოდ არ­სე­ბუ­ლი მათი ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი ადას­ტუ­რებს.

ამის სა­პი­რის­პი­როდ, უცხო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი „კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ქვე­ყა­ნას კვლავ ომში ექა­ჩე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წელს ერთხელ უკვე და­ა­ტე­ხა თავს. ათო­ბით ათას დევ­ნილ­თან, ჩვე­ნი გმი­რი მებ­რძო­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კარ­გულ სი­ცო­ცხლე­სა და და­მა­ტე­ბი­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვას­თან ერ­თად, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მა­შინ­დელ­მა ქმე­დე­ბებ­მა ქარ­თველ და ოს თუ აფხაზ თა­ნა­მოძ­მე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი, გამ­თე­ლე­ბის­კენ წა­სუ­ლი იარა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა, შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი კი დრო­ში უფრო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და რთუ­ლი გა­ხა­და. ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის უმო­წყა­ლოდ დარ­ბე­ვის და ქუ­ჩა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის უმი­ზე­ზოდ და­ხოც­ვის, ხალ­ხის ხარ­ჯზე კომ­ფორ­ტის მო­წყო­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დევ­ნის, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, უცხო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყვე­ლა­ზე დიდი ღა­ლა­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ი­დი­ნეს! არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად და 4 პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტად გაშ­ლი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კვლავ აგ­რძე­ლებს აგენ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის აღ­მო­ფხვრა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სიმ­შვი­დის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა კარ­გსა და უკე­თესს შო­რის შე­უძ­ლია. დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში კი, რო­დე­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სრუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ას ახერ­ხებს, არ­ჩე­ვა­ნი ომის, ნგრე­ვი­სა და ქა­ო­სის მსურ­ველ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, მე­ო­რე მხრივ კი მშვი­დო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რანტ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის გვაქვს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ამ პარ­ტი­ას და მის სა­ტე­ლიტ თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტი­ებს კონ­სტი­ტუ­ცი­ით ავ­კრძა­ლავთ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­დე­ნი­ლი ღა­ლა­ტის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვად მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა!

ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტა­რე­ბელ­მა, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გაბ­ნე­ულ­მა აგენ­ტებ­მა, ზუს­ტად იცი­ან, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან ხალ­ხის დაც­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­რა­ლუ­რი გა­დაგ­ვა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კითხს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ავ­სა­ხავთ და კი­დევ უფრო მტკი­ცედ და­ვი­ცავთ!

გარ­და ამი­სა, არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ავ­სა­ხავთ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ჩვე­ნი ქვეყ­ნის თვითმყო­ფა­დო­ბა­ში, რაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა! რა თქმა უნდა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ის უფ­ლე­ბე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მათ მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოდ­ნა­ვა­დაც კი არ შე­იც­ვლე­ბა!

დღეს იმ­დე­ნად მკა­ფიო გან­სხვა­ვე­ბაა „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და მე­ო­რე მხა­რეს მდგარ „კო­ლექ­ტი­ურ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ჩვენს გუნდს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, უნა­რი და, რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ჩვენ მიერ და­წყე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი გზა ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, ლო­გი­კუ­რად და­ვას­რუ­ლოთ და ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა. ამის სა­პა­სუ­ხოდ, გარე ძა­ლე­ბის აგენ­ტუ­რას კვლავ ომი, ქა­ო­სი და სი­ღა­რი­ბე სურს, რა­საც გზა ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე მიჰ­ყავს.

შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­სა­ღუ­პად გა­ი­მე­ტონ. მათ დღემ­დე ვერ გა­უ­გი­ათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას რო­გორც არ უნდა ეცა­დონ, არ არ­სე­ბობს ორი სა­ქარ­თვე­ლო! სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ერ­თია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბით, სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით სურს გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი! სწო­რედ ეს მარ­წმუ­ნებს, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთხელ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, გა­ვი­მარ­ჯვებთ და ქვე­ყა­ნას სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიყ­ვანთ! გა­უ­მარ­ჯოს სა­მეგ­რე­ლოს და სვა­ნეთს! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!” - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინტერპრესნიუსი"