"ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან..." - ავტოავარიაში დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი კოალიცია "ცვლილებებისთვის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილია, მძიმედ დაშავდა ელენს მეგობარი ანა ქართლელიშვილი.
ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ჩემს ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან..." - წერს ნინო ერემაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცნობისთვის, ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. გუშინ გოგონას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.