"იმედი მაქვს, ჯანმრთელი ვიქნები და ეცოდინება, თუ როგორია მამამისი“ - 84 წლის ალ პაჩინო ბავშვის დედასთან აღარ ცხოვრობს - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, ჯანმრთელი ვიქნები და ეცოდინება, თუ როგორია მამამისი“ - 84 წლის ალ პაჩინო ბავშვის დედასთან აღარ ცხოვრობს

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე დიდ­მა კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა, ალ პა­ჩი­ნომ ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის სას­ტუმ­როს ლუქსში ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "Sonny Boy" წა­რად­გი­ნა, ზუს­ტად იმ სა­ხე­ლით, რო­გორც მას ბავ­შვო­ბა­ში დედა ეძახ­და.

84 წლის ვარ­სკვლა­ვის თქმით, მი­ზე­ზი, რის გა­მოც სურ­და, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ქა­ღალ­დზე გა­და­ე­ტა­ნა, გა­სულ წელს მომ­ხდა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ახ­ლეა - ალ პა­ჩი­ნო მე­ო­თხედ გახ­და მამა. მისი ვაჟი, რო­მე­ნი ახლა 16 თვი­საა და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ აქვს.

“წიგ­ნი არის იმის გა­რან­ტია, რომ ბავ­შვს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ეც­ნოს მა­მის ის­ტო­რი­ას. მინ­და ვიყო ამ ბავ­შვის გვერ­დით და იმე­დი მაქვს, რომ ასე იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, ჯან­მრთე­ლი ვიქ­ნე­ბი და მას ეცო­დი­ნე­ბა, თუ ვინ არის, რო­გო­რია მა­მა­მი­სი“, - ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი.მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში, პა­ტა­რა რო­მა­ნის დე­დას­თან, კი­ნოპ­რო­დი­უ­სერ ნურ ალ­ფა­ლას­თან ერ­თად აღარ ცხოვ­რობს. თუმ­ცა, მისი თქმით, ჩარ­თუ­ლია ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში და ონ­ლა­ინ ყო­ველ­დღი­უ­რად ურ­თი­ერ­თო­ბენ.

გააგრძელეთ კითხვა