პესკოვს ზელენსკის გეგმები აშფოთებს - "ეს ამერიკული გეგმაა ანუ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე"
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი, „სამშვიდობო გეგმა“, სავარაუდოდ, იგივეა, რაც აშშ-ის გეგმა, ანუ „რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე“.
„უკვე ამდენი კვირაა საუბარია რაღაც ეფემერულ „სამშვიდობო გეგმაზე“, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არის იგივე გეგმა, რაც ამერიკელების - ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, რომელიც ახლა ზელენსკიმ შენიღბა და უწოდა "სამშვიდობო გეგმა“. როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, რთულია კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ჯერ არ გაუგია, ან უნახავს და „ალბათ, რაღაცის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა გეგმა სრულად გამოქვეყნდება“.
"ინტერპრესნიუსი"