სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - კვირის პალიტრა

სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.

ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა.

უცხოურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ძლიერი მიწისძვრაა ასახული.