UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა მოუწევს ჩვენს მეტოქეს? - კვირის პალიტრა

UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა მოუწევს ჩვენს მეტოქეს?

UEFA-ს ეთი­კი­სა და დის­ციპ­ლი­ნის კო­მი­სი­ამ ალ­ბა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გამო, ჯამ­ში, 41 250 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მა.

უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სტვე­ნის­თვის, ალ­ბა­ნე­ლე­ბი 12 500 ევ­რო­თი და­ჯა­რიმ­დნენ.სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე არე­უ­ლო­ბის შექ­მნი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბის­თვის, და­მა­ტე­ბით 18000 ევ­როს გა­დახ­და მო­უ­წევთ, მო­ე­დან­ზე ნივ­თე­ბის სრო­ლის­თვის 4750 ევ­როს, ხოლო მო­ედ­ნის ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბი­სათ­ვის 6000 ევ­როს — ჯა­მუ­რად ჯა­რი­მამ 41250 ევრო შე­ად­გი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ალ­ბა­ნე­თის მატ­ჩი 10 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ალ­ბა­ნე­თი ან­გა­რი­შით 1:0 და­ა­მარ­ცხა. მა­შინ ერ­თა­დერ­თი გოლი მატჩში გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნა. ალ­ბა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც "ჯო­ჯო­ხე­თის" მო­წყო­ბით გვე­მუქ­რე­ბო­და, სტა­დი­ონ­ზე საკ­მა­ოდ არა­ე­თი­კუ­რად მო­იქ­ცა - ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას უს­ტვი­ნეს, მარ­ცხის შემ­დეგ კი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­სა­მარ­თით ნივ­თე­ბის სრო­ლა და შე­ძა­ხი­ლე­ბი და­ი­წყეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ალ­ბა­ნე­ლებს ჩვენს სტა­დი­ონ­ზე ვუ­მას­პინ­ძლეთ. მათი ჰიმ­ნის დროს ქარ­თველ­მა ქო­მა­გებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ტაში და­უკ­რეს. ამ ჟეს­ტის გამო ალ­ბა­ნე­ლე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ქარ­თველ ქო­მა­გებს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და.

"გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან ალ­ბა­ნე­თის ჰიმნზე ტა­შის დაკ­ვრა ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი იყო. ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია" - თქვა მწვრთნელ­მა.