"სტელსმა" ჰუსიტები დააწიოკა - პენტაგონი სუპერთანამედროვე ბომბდამშენების გამოყენებაზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"სტელსმა" ჰუსიტები დააწიოკა - პენტაგონი სუპერთანამედროვე ბომბდამშენების გამოყენებაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის შესანახ საწყობებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

„აშშ-ის ძალებმა „ჰუსიტების“ მიწისქვეშა ობიექტებს დაარტყეს, სადაც იმ ტიპის იარაღების კომპონენტები იყო განთავსებული, რომლებსაც „ჰუსიტები“ სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის ცნობით, სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-მა B-2 Spirit ბომბდამშენები გამოიყენა და ხუთ მიწისქვეშა საწყობს დაარტყა.

„აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 სტელსის ბომბდამშენების გამოყენება აშშ-ის გლობალურ შესაძლებლობას აჩვენებს, რომ აღნიშნულ სამიზნე ობიექტებს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას დაარტყას“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"