"ძალით აძლევს ხალხი ხმას ოპო პარტიებს, ცხვირზე ხელის მოჭერით..." - თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტზე და პრემიერობის კანდიდატზე - კვირის პალიტრა

"ძალით აძლევს ხალხი ხმას ოპო პარტიებს, ცხვირზე ხელის მოჭერით..." - თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტზე და პრემიერობის კანდიდატზე

"ძალით აძლევს ხალხი ხმას ოპო პარტიებს. ცხვირზე ხელის მოჭერით", - ამის შესახებ "რეფორმატორების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"არც ერთი ოპო პარტია ამომრჩევლების უმრავლესობის ინტერესებს არ განასახიერებს (ეს კვლევებში ნათლად ჩანს). მაგრამ ხვდება ხალხი, რომ ქვეყანაა გადასარჩენი და სტატუს კვო შესაცვლელი. და აი, ეს ოპო პარტიები, ძალმომრეობით და გამოუვალი მდგომარეობის გამო რომ წონას ვანიჭებთ - დგანან და სალომე ზურაბიშვილს ებლატავებიან, პრემიერის კრიტერიუმებზე არ შეგითანხმდებითო. წინ კრიტიკული არჩევნებია. ამომრჩევლის შიშების გადაზღვევას (მათ შორის რევანშის შიშის გადაზღვევას) კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. და ეს ბედოვლათები იმას ვერ იძახიან, რომ გამარჯვების ამოცანისთვის და სინათლის შესატანად, პრემიერის კრიტერიუმებზე მაინც შეთანხმდებიან.

ამასობაში ხელი აქვთ მოწერილი ქარტიაზე, იმიტომ რომ მაშინ, ხელმოწერა პოპულისტურად აწყობდათ. პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო ქარტიის შესრულებაზე შინ და გარეთ - მაგ შორის ევროპის ქვეყნების პირველ პირებთან. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ ქარტია არ შესრულდა. სტატუს კვო შესაცვლელია ამ გადამგდები მონსტრი კარიკატურებიანად. ანუ ორსაფეხურიანია ჩვენი გზა ევროპისკენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.