თამუნა მუსერიძე მაია ასათიანს პასუხობს: "მე არავინ დამხმარებია. რა პირველწყარო? რა სისულელეა? ვიცოდი, რომ მეგრელი ვიყავი. კეკელია აღმოვჩნდი"
"ის, რომ მე მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი. ეს ყველგან მოვყევი. მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში. არ დამეხმარეს იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ. სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი" - ამბობს თამუნა მუსერიძე, რითაც მაია ასათიანს პასუხობს.
ასევე დაგაინტერესებთ - "მე არ ვარ მოპარული ბავშვი... გამაშვილეს... მამა ცოლიანი იყო, დედა კი 21 წლის. არ დაწეროთ ცუდი კომენტარები..." - რა ახალ დეტალებზე საუბრობს თამუნა მუსერიძე?