"ცოტა მოვეშვი, ასაკი მაინც თავისას აკეთებს" - მშობიარობის შემდეგ ქეთა თოფურია საჯაროდ პირველად გამოჩნდა: მისი თქმით, ფორმის დაბრუნება გაუჭირდა
"A-Studio“-ს სოლისტი ქეთი თოფურია მშობიარობის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მომღერალი მოსკოვში ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ჟურნალისტთან ისაუბრა როგორ აღიდგინა ფორმა მესამე შვილის დაბადების შემდეგ. ქეთამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო დროს, ამჯობინებს, რომ მხოლოდ ბელორუსში, მისი მეუღლის საოჯახო მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტებით იკვებოს.
აგვისტოში ქეთი თოფურიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ის მესამედ გახდა დედა. მომღერალმა ქალიშვილს ნიკოლი დაარქვა. თოფურია შინ დიდხანს არ დარჩენილა - ის უკვე დაუბრუნდა სცენას.
"სახელს 9 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ვიდრე მას ველოდებოდი... საბოლოოდ, მაინც ბოლო მომენტში შევარჩიე. სხვადასხვა ვარიანტები გვქონდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. ყოველთვის ასე მემართება: ბავშვს შევხედავ და ვხვდები, რა დავარქვა. გოგონას ნიკოლი დავარქვი. ძალიან მომწონს, როცა პასპორტში სრული, ლამაზი სახელი უწერია. შინ კი ნიკის ვეძახით. მიყვარს მოკლე სახელები. სხვათა შორის, უფროს გოგონასაც მსგავსი ისტორია ჰქონდა. შინ დიდხანს ვეძახდი ლივის, თუმცა პასპორტში ოლივია უწერია. ახლა კი სახლშიც სრული სახელით მივმართავთ“.
ბოლო კონცერტზე ქეთამ მსმენელები სხეულის ფორმებით გააოცა: მომღერალი ეფექტურად და სექსუალურად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ სამი თვე გავიდა.
"სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ ჩემი ფორმებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ... კიდევ უნდა დავიკლო დაახლოებით 8 კილოგრამი. ვცდილობ სწორად ვიკვებო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოვეშვი, ასაკი მაინც თავისას აკეთებს"