"ცოტა მო­ვეშ­ვი, ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას აკე­თებს" - მშობიარობის შემდეგ ქეთა თოფურია საჯაროდ პირველად გამოჩნდა: მისი თქმით, ფორმის დაბრუნება გაუჭირდა - კვირის პალიტრა

"ცოტა მო­ვეშ­ვი, ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას აკე­თებს" - მშობიარობის შემდეგ ქეთა თოფურია საჯაროდ პირველად გამოჩნდა: მისი თქმით, ფორმის დაბრუნება გაუჭირდა

"A-Studio“-ს სო­ლის­ტი ქეთი თო­ფუ­რია მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტთან ისა­უბ­რა რო­გორ აღიდ­გი­ნა ფორ­მა მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ. ქე­თამ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო დროს, ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ მხო­ლოდ ბე­ლო­რუს­ში, მისი მე­უღ­ლის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბოს.

აგ­ვის­ტო­ში ქეთი თო­ფუ­რი­ას ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და - ის მე­სა­მედ გახ­და დედა. მომ­ღე­რალ­მა ქა­ლიშ­ვილს ნი­კო­ლი და­არ­ქვა. თო­ფუ­რია შინ დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა - ის უკვე და­უბ­რუნ­და სცე­ნას.

"სა­ხელს 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჩევ­დი, ვიდ­რე მას ვე­ლო­დე­ბო­დი... სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ბოლო მო­მენ­ტში შე­ვარ­ჩიე. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის ასე მე­მარ­თე­ბა: ბავ­შვს შევ­ხე­დავ და ვხვდე­ბი, რა და­ვარ­ქვა. გო­გო­ნას ნი­კო­ლი და­ვარ­ქვი. ძა­ლი­ან მომ­წონს, როცა პას­პორ­ტში სრუ­ლი, ლა­მა­ზი სა­ხე­ლი უწე­რია. შინ კი ნი­კის ვე­ძა­ხით. მიყ­ვარს მოკ­ლე სა­ხე­ლე­ბი. სხვა­თა შო­რის, უფ­როს გო­გო­ნა­საც მსგავ­სი ის­ტო­რია ჰქონ­და. შინ დიდ­ხანს ვე­ძახ­დი ლი­ვის, თუმ­ცა პას­პორ­ტში ოლი­ვია უწე­რია. ახლა კი სახ­ლშიც სრუ­ლი სა­ხე­ლით მივ­მარ­თავთ“.

ბოლო კონ­ცერ­ტზე ქე­თამ მსმე­ნე­ლე­ბი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბით გა­ა­ო­ცა: მომ­ღე­რა­ლი ეფექ­ტუ­რად და სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მხო­ლოდ სამი თვე გა­ვი­და.

"სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ჯერ ჩემი ფორ­მე­ბით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ... კი­დევ უნდა და­ვიკ­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლოგ­რა­მი. ვცდი­ლობ სწო­რად ვიკ­ვე­ბო. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მო­ვეშ­ვი, ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას აკე­თებს"

გააგრძელეთ კითხვა