"ლიამი აგრესიულად იქცეოდა, დაამტვრია ლეპტოპი... თანამშრომელმა პოლიციას დაურეკა და... " - რა მოხდა სასტუმროში, სადაც One direction-ის ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ლიამი აგრესიულად იქცეოდა, დაამტვრია ლეპტოპი... თანამშრომელმა პოლიციას დაურეკა და... " - რა მოხდა სასტუმროში, სადაც One direction-ის ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა

მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის, One direction-ის ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ლიამ პე­ი­ნი 31 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შემ­თხვე­ვა არ­გენ­ტი­ნა­ში, ბუ­ე­ნოს აი­რე­ში მოხ­და. მომ­ღე­რა­ლი სას­ტუმ­როს ნომ­რის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და."ლიამ ჯე­იმს პე­ი­ნი, კომ­პო­ზი­ტო­რი, გი­ტა­რის­ტი, ჯგუფ One Direction-ის ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი, სას­ტუმ­როს მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა“, - ნათ­ქვა­მია ბუ­ე­ნოს აი­რე­სის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში მა­თი­ვე ცნო­ბით, ლი­ა­მი სას­ტუმ­როს შიდა ეზო­ში ჩა­ვარ­და და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რო­გორც მე­დია წერს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ლიამ პე­ი­ნი სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, რის გა­მოც, სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და­სახ­მა­რებ­ლად პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ე­მარ­თათ.

ირ­კვე­ვა, რომ ბუ­ე­ნოს აი­რე­სის პო­ლი­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და რომ სას­ტუმ­რო­ში მა­მა­კა­ცი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და და შე­საძ­ლოა, ნარ­კო­ტი­კე­ბის ან ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყო­ფი­ლი­ყო.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები