„ლეგენდარული ადამიანები“ - ახალი სერია “პალიტრა L-ისგან”
ადამიანები, რომლებმაც სამყარო ამა თუ იმ კუთხით შეცვალეს, თავს “პალიტრა L-ის” ახალ სერიაში მოიყრიან. „ლეგენდარული ადამიანები“ - სწორედ ასე ჰქვია ახალ ოთხტომეულს. მისი პირველი ნაწილი კი 21 ოქტომბერს გამოვა და სპეციალურ ფასად გაიყიდება.
სერია გაგვაცნობს მსოფლიოს პოლიტიკური თუ კულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერსონებს, ადამიანებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს და გარდამტეხი როლი შეასრულეს ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში. მათ გარეშე დღეს ჩვენი ცხოვრება არ იქნება ისეთი, როგორიც არის.
როგორც გამომცემლობა “პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მკითხველის მხრიდან ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება ბიოგრაფიული გამოცემების მიმართ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მსოფლიოს გამორჩეული ადამიანის შესახებ საინტერესო ამბები ერთ სერიაში გაეერთიანებინათ და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი განსაკუთრებულ ფასად გაეხადათ.
სერიის ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გამოვა. მკითხველი თითოეულ ტომში ასზე მეტ მოღვაწეს გაეცნობა. მათ შორის იქნებიან ლეგენდარული ხელოვანები, ლიდერები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.
სერიის პირველი ტომი 21 ოქტომბერს გამოვა და 1 კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 14 ლარი იქნება. მისი შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე შესაძლებელია წიგნის გამოწერა ნომერზე 322 470045, შენაძენს კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.
R